შალვა პაპუაშვილი ვახტანგ გომელაურზე - ის არ არის პარტიულ საქმიანობაში ჩართული, წერტილი - ეკა ბესელია იტყუება, წერტილი

შალვა პაპუაშვილი ვახტანგ გომელაურზე - ის არ არის პარტიულ საქმიანობაში ჩართული, წერტილი - ეკა ბესელია იტყუება, წერტილი

22-09-2025 15:23
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 630

არ არის ის [ვახტანგ გომელაური] პარტიული საქმიანობით დაკავებული - მოკლედ, პარტიულ საქმიანობაში ჩართული არ არის, წერტილი. ეკა ბესელია იტყუება, წერტილი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, „რა სტატუსთ იმყოფება ვახტანგ გომელაური „ქართულ ოცნებაში“.

პაპუაშვილმა ასევე უპასუხა კითხვას, რომლის თანახმად „ეკა ბესელია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გომელაური მაკონტროლებლად დაუნიშნა კობახიძეს და მდინარაძეს“. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეკა ბესელია იტყუება.

„ბესელიამ რა იცი, საიდან იცის. არ არის ის პარტიული საქმიანობით დაკავებული. ასე რომ, ამ მხრივ, კავშირი პარტიული საქმიანობისა არ არის. რა თქმა უნდა, აქვთ [კომუნიკაცია], მათ შორის, თქვენ ნახეთ, ახლახან, ერთ-ერთი ფოტოც იყო. ასე რომ, რა თქმა, უნდა, კომუნიკაცია არის. მოკლედ, პარტიულ საქმიანობაში ჩართული არ არის, წერტილი. ეკა ბესელია იტყუება, წერტილი.

რაც შეეხება გავრცელებული ფოტოს სიუჟეტს, მგონი, იქ ცოტა სხვანაირი სიუჟეტია. კონტროლთან არ ვიცი, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს, მაგრამ არანაირი, ადამიანური ურთიერთობები არსებობს და ეს არანაირად კავშირში... უყურეთ, მე, მათ შორის გახლავართ პარტიის პოლიტიკური მდივანი, პარტიას თავმჯდომარე ჰყავს, ყველა ვჩანვართ პარტიაში ვინც ვართ, ვინც აქტიურად ვსაქმიანობთ პარტიაში და პარტიული საქმიანობით ვართ დაკავებული. თუ გინდათ, მე მენდეთ და თუ გინდათ, ეკა ბესელიას ენდეთ. ეკა ბესელია იტყუება, რაც არაერთხელ გაუკეთებია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე უპასუხა შეკითხვას, თუ სად არის ირაკლი ღარიბაშვილი.

„ის დისტანციადა პოლიტიკიდან. მისივე განცხადება იყო, შესაბამისად, საჯაროდაც არ ჩანს. ის არც იყო საჯარო ღონისძიება, სადაც თქვენ ის ნახეთ. იყო კერძო ღონისძიება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.



მსგავსი სიახლეები

5 საათის წინ

გაერთიანებული სამეფოს მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება მიმართულია როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის სამართლიანი კონკურენციის შეზღუდვისკენ, ისე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ, რამაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მედიაპლურალიზმსა და სიტყვის თავისუფლებას - ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და მედიაგარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, აუცილებლად მიგვაჩნია, მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები, - აღნიშნულ განცხადებას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე