კახა კალაძე პიტერ ფიშერზე - ამ ადამიანს ელჩი უწოდო, შეიძლება, სხვა ქვეყნების საელჩოებისთვის ცოტა შეურაცხმყოფელი იყოს - ის ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა

კახა კალაძე პიტერ ფიშერზე - ამ ადამიანს ელჩი უწოდო, შეიძლება, სხვა ქვეყნების საელჩოებისთვის ცოტა შეურაცხმყოფელი იყოს - ის ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა

4 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 83

ეს არ არის ელჩი. ეს ადამიანი ყველანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებს, ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა, - ამის შესახებ თბილისის მერის მერმა, კახა კალაძემ გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძის შეფასებით, ელჩი საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში პირდაპირ ერევა და საზოგადოების დაპირისპირებასა და გახლეჩაშია ჩართული.

„რაც შეეხება გერმანიის ელჩს, ამ ადამიანს ელჩი უწოდო, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებისა და საელჩოებისთვის შეიძლება, ცოტა შეურაცხმყოფელი იყოს. ეს არ არის ელჩი. ეს ადამიანი ყველანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებს, ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა. ის ჩვეულებრივ შიდა პოლიტიკურ თემებშია ჩარეული, ჩართულია საზოგადოების დაპირისპირების წახალისებაში, ექსტრემიზმის გაღვივებაში, რათა მოხდეს საზოგადოების გახლეჩა. ძალიან მძიმეა, როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში. გავიხსენოთ ასევე საპარლამენტო არჩევნები, რა განცხადებებს აკეთებდნენ, რა მოწოდებები კეთდებოდა. ჩვეულებრივ საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები. ხალხმა ამ ადამიანებს, ქართველთმოძულე ვითომ დიპლომატებს გასცა შესაბამისი პასუხი - ისინი საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს მიმართულებასთან დაკავშირებით დიდი შეშფოთება გამოხატა. „კარგი საუბარი მქონდა ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან, გიუნტერ კრიხბაუმთან. დიდი შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიმართულებასთან დაკავშირებით, - წერს საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.მისი განცხადებით, ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა მის მიმართ, როგორც ელჩის მიმართ, გერმანიის მთავრობის სრული მხარდაჭერა გამოხატა.„რა თქმა უნდა, გერმანია უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას. ეს საჯაროდ განვაცხადე საქართველოში. საპირისპიროს მტკიცება არასწორია, სიმართლე არ არის“, - წერს დიპლომატი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე