ემანუელ მაკრონი - რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა უბრალოდ მიუღებელია - მოვუწოდებ რუსეთს, ესკალაცია შეწყვიტოს, ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დათმობაზე არ წავალთ

ემანუელ მაკრონი - რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა უბრალოდ მიუღებელია - მოვუწოდებ რუსეთს, ესკალაცია შეწყვიტოს, ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დათმობაზე არ წავალთ

5 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 250

რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა უბრალოდ მიუღებელია, - ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევას.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი პოლონელ ხალხს სრულ სოლიდარობას უცხადებს.

„ამას სრული სიმკაცრით ვგმობ. მოვუწოდებ რუსეთს, რომ ეს ესკალაცია შეწყვიტოს. ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დათმობაზე არ წავალთ“, - წერს ემანუელ მაკრონი X-ზე.

საფრანგეთის პრეზიდენტის ცნობით, უახლოეს მომავალში ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე