კოლექტიური ნაცმოძრაობა გაერთიანდა უკვე ე.წ. ალიანსის სახით, ფორმალურად, მაგრამ მათ აქვთ საკუთარი კერძო ინტერესები, შესაბამისად ვერ ერთიანდებიან. ეს ხდება ყოველ ჯერზე და ათი არჩევნები მოვიგეთ ამასობაში, ვიდრე ესენი ერთიანდებოდნენ და მერე იშლებოდნენ, მეთერთმეტე არჩევნებსაც ამ რეჟიმში მოვიგებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ “ოპოზიციის ალიანსში” არსებულ მდგომარეობასთან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.  კობახიძის თქმით, ოპოზიცია ყოველ ჯერზე გარედან მიღებული მითითების საფუძველზე ერთიანდება ხოლმე.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 32

კოლექტიური ნაცმოძრაობა გაერთიანდა უკვე ე.წ. ალიანსის სახით, ფორმალურად, მაგრამ მათ აქვთ საკუთარი კერძო ინტერესები, შესაბამისად ვერ ერთიანდებიან. ეს ხდება ყოველ ჯერზე და ათი არჩევნები მოვიგეთ ამასობაში, ვიდრე ესენი ერთიანდებოდნენ და მერე იშლებოდნენ, მეთერთმეტე არჩევნებსაც ამ რეჟიმში მოვიგებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ “ოპოზიციის ალიანსში” არსებულ მდგომარეობასთან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიცია ყოველ ჯერზე გარედან მიღებული მითითების საფუძველზე ერთიანდება ხოლმე.

“ასეთი ალიანსი ხშირად შექმნილა, თუმცა არის პერსონალური დისკომფორტიც. ამ ყველაფრიდან რაც ჩანს ხოლმე, არის ის, რომ ყოველ ჯერზე მათ გარედან ავალებენ გაერთიანებას, მაგრამ ბოლოს ისე ხდება ხოლმე, რომ პერსონალური კონფლიქტები არ აძლევს მათ ერთიანობის შენარჩუნების საშუალებას. აქაც იგივე ხდება - ვიღაცამ დაავალა გარედან გაერთიანება, ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა გაერთიანდა უკვე ე.წ. ალიანსის სახით, ფორმალურად, მაგრამ მათ აქვთ საკუთარი კერძო ინტერესები, შესაბამისად ვერ ერთიანდებიან. ეს ხდება ყოველ ჯერზე და ათი არჩევნები მოვიგეთ ამასობაში, ვიდრე ესენი ერთიანდებოდნენ და მერე იშლებოდნენ, მეთერთმეტე არჩევნებსაც ამ რეჟიმში მოვიგებთ”, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერმა ასევე შეაფასა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, რომელიც სასამართლო სხდომაზე გააკეთა და რომელიც მისი პრეზიდენტობის პირობებში ეკლესიის ძლიერებასა და პოლიტპატიმრების არარსებობას ეხებოდა.

კობახიძის თქმით, სააკაშვილის ხელისუფლება ურიგებდა სასულიერო პირებს ჯიპებს და შემდეგ თავად აგორებდა კამპანიას ჯიპებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, კობახიძის განმარტებით, სააკაშვილის მხრიდან სიტყვა პატიმრის ხსენება ამაზრზენი და სირცხვილია.

“რაც შეეხება ეკლესიას, ჩვენ გვახსოვს, როგორი კამპანიები წარმოებდა ეკლესიის წინააღმდეგ ამ რეჟიმის პირობებში, ცხრა წლის განმავლობაში არ გაჩერებულა ეს კამპანია, თვითონ ურიგებენ სასულიერო პირებს ჯიპებს და შემდეგ თვითონ ეწეოდნენ კამპანიას ამ ჯიპებთან დაკავშირებით. ეკლესიის დისკრედიტაცია ხდებოდა სხვადასხვა ფორმით, იქ რაღაც კომპრომატებით შანტაჟი და ა.შ. უამრავი უბედურება ხდებოდა მაშინდელი ხელისუფლების პირობებში. ეს ყველაფერი შეიცვალა და მიდგომებიც შეიცვალა და დღეს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა ეფუძნება პრინციპებს და, მათ შორის, მთავარი პრინციპი არის სეკულარიზმის პრინციპი და ჩვენ ამ სულისკვეთებით ვაპირებთ ურთიერთობის გაგრძელებას.

თვისებრივად განსხვავებულია ურთიერთობების შინაარსი დღეს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის და ამისგან თვისებრივად განსხვავებული იყო ურთიერთობების შინაარსი სააკაშვილის რეჟიმის პირობებში.

რაც შეეხება პატიმრებს, სიტყვა პატიმარს სააკაშვილი რომ ახსენებს, ეს უკვე სირცხვილია. თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა თავის დროზე საპატიმროებში. 25 ათასამდე პატიმარი ჰყავდათ საპატიმროებში, ხდებოდა ადამიანების წამება,. დეტალებში აღარ შევალ, გახსენებაც არ მინდა ამ ყველაფრის. ეს იყო სისტემური დანაშაული, რასაც ჩადიოდა მაშინდელი ხელისუფლება.

როდესაც ასეთ პირობებში სააკაშვილი სიტყვა პატიმარს ახსენებს, იქ უკვე კომენტარიც ზედმეტია, ამაზრზენია ეს ყველაფერი”, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შევხვდი - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს - მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ყველა დონეზე იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.  მისი თქმით, უკრაინა საქართველოს ყოველთვის პატივს სცემდა და საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ხალხის პატივისცემას ახლაც განაგრძობს.  „ჩვენ თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - აცხადებს ზელენსკი.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
“მიეცით წამალი ბავშვებს” - ამ ლოზუნგით აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობლებს სოლიდარობას უცხადებენ. მათი თქმით, ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები უმოქმედოდ არიან. “აუცილებლად უნდა შეჩერდეს დაავადების პროგრესი და დახმარება გაეწიოთ ბავშვებს, რათა ცხოვრების შესაძლებლობა მიეცეთ. ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ აქციებით, ვეტყვით, რომ ადამიანის ჯანმრთელობა არის დასაცავი, რაც კონსტიტუციით გარანტირებულია”,- აცხადებენ ისინი.

მსგავსი სიახლეები

2 საათის წინ

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

3 საათის წინ
3 საათის წინ

იმის პარალელურად, რომ მმართველი გუნდი აგრძელებს ქართველი ხალხის მოტყუებას, თითქოს სურს ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვა და ნორმალიზაცია, არც ერთი ნაბიჯი არ იდგმება იმ მიმართულებით, რაც ევროკავშირს მისცემს შესაძლებლობას, დაიწყოს საქართველოსთან დიალოგი ჩვენ მომავალთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს მმართველი პოლიტიკური ძალა საქართველოს ყველა მოქალაქეს უქმნის საფრთხეს, რომ დაკარგოს ევროკავშირთან ამჟამად არსებული ისეთი მონაპოვარი, როგორიც ვიზალიბერალიზაციაა.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე