“მიეცით წამალი ბავშვებს” - ამ ლოზუნგით აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.
შეკრებილები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობლებს სოლიდარობას უცხადებენ.
მათი თქმით, ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები უმოქმედოდ არიან.
“აუცილებლად უნდა შეჩერდეს დაავადების პროგრესი და დახმარება გაეწიოთ ბავშვებს, რათა ცხოვრების შესაძლებლობა მიეცეთ. ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ აქციებით, ვეტყვით, რომ ადამიანის ჯანმრთელობა არის დასაცავი, რაც კონსტიტუციით გარანტირებულია”,- აცხადებენ ისინი.