ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანი - ლატვიისთვის არასასურველი პირების სიას 55 ადამიანი დაემატა

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანი - ლატვიისთვის არასასურველი პირების სიას 55 ადამიანი დაემატა

5 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 209

ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველი პირების სიას 55 ადამიანი დაემატა. ღრმად ვწუხვართ იმის გამო, რაც საქართველოში პოლიტიკური თვალსაზრისით ხდება, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა, არტიომს ურშულსკისმა ბრიუსელში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა მეტი ერთობა და ძალა ევროპელ პარტნიორებს შორის იმისთვის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით პროგრესს მიაღწიონ.

„არსებობს პრობლემები სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, არსებობენ პოლიტიკური ოპონენტები, რომლებიც ციხეში იმყოფებიან, ან აიძულეს, ქვეყანა დაეტოვებინათ. ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა მივიღოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, რადგან მხოლოდ ერთობლივი და ძლიერი ერთობლივი პოზიციაა ეფექტური. გვქონდა გარკვეული კომუნიკაცია სხვებთან, გვყავს თანამოაზრე ქვეყნების ჯგუფი, რომელიც საკმარისად დიდია და იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი პარტნიორი ისაუბრებს ხმამაღლა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ხმამაღლა ვსაუბრობთ, მაგრამ გვჭირდება მეტი ძალა, თუ გვსურს გვქონდეს პროგრესი დიდი ხნის პარტნიორთან, საქართველოსთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე