სალომე ზურაბიშვილი არის დაქირავებული ლობისტი მაკკეინის ინსტიტუტის მიერ, რომელიც საქართველოში რევოლუციას გეგმავდა - მისი წერილი სინამდვილეში არის მაკკეინის ინსტიტუტის წერილი კაია კალასის მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისა და კაია კალასის მიმართ სალომე ზურაბიშვილის ღია წერილს გამოეხმაურა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ატარებს მაკკეინის ინსტიტუტის პოლიტიკას, რომელიც არის ქართველი ხალხის მიმართ მტრული პოლიტიკა.
„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სალომე ზურაბიშვილი დაქირავებულია მაკკეინის ინსტიტუტის მიერ. იმ ინსტიტუტის მიერ, რომელიც პირდაპირ რევოლუციას გეგმავდა საქართველოში. მისი წერილი სინამდვილეში არის მაკკეინის ინსტიტუტის წერილი კაია კალასის მიმართ, ამიტომ ამას ჩვენ ყურადღებას ნუ მივაქცევთ. როდესაც ქართველი პოლიტიკოსი ღიად არის დაქირავებული უცხოური პოლიტიკური ჯგუფის მიერ, რომელსაც აქვს გაცხადებული მტრული პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ, გასაგებია, რასაც ემსახურება. ადამიანი არის დაქირავებული ლობისტი მაკკეინის ინსტიტუტის მიერ და ატარებს მაკკეინის ინსტიტუტის პოლიტიკას, რომელიც არის ქართველი ხალხის მიმართ მტრული პოლიტიკა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.