შალვა პაპუაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე - ადამიანი არის ჩვეულებრივი ოსტაპ ბენდერი, რომელიც მაქინატორობს და მანიპულირებს

შალვა პაპუაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე - ადამიანი არის ჩვეულებრივი ოსტაპ ბენდერი, რომელიც მაქინატორობს და მანიპულირებს

6 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 201

შალვა პაპუაშვილის შეფასებით გიორგი ბაჩიაშვილის „განცხადებების მიმართ ნდობა ძალიან დაბალია”.

„რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილს, ადამიანმა მილიარდი დოლარის თაღლითობა ჩაიდინა, შემდეგ ოსტაპ ბენდერის გაქნილობით მანქანა გადააკეთა, შიგნით სამალავი გააკეთა და საქართველო ასე დატოვა. ადამიანი არის ჩვეულებრივი, დადასტურებული ოსტაპ ბენდერი, რომელიც მაქინატორობს და მანიპულირებს რაღაც ადამიანის აზრებით. რა თქმა უნდა, მისი განცხადებების მიმართ ნდობა ძალიან დაბალია.

ჩვენ პენიტენციური სამსახურის განცხადება მოვისმინეთ, გარდა ამისა, მოკვლევა დაწყებულია იმისთვის, რომ დეტალები მაინც დადგინდეს, რასთან გვქონდა საქმე. ვნახეთ, რომ მის განცხადებაში თაღლითობა ჩადებული იყო, თითქოს ის მთელი ეს პერიოდი სამარტოო საკანში იყო, რაც არის ტყუილი. აღნიშნულზე კი პენიტენციურმა სამსახურმა თქვა, რომ ის არის საკანში, სადაც ოთხი ადამიანი თავსდება და ის სხვადასხვა დროს სხვადასხვა პატიმრებთან იყო. ასე რომ, ოსტაპ ბენდერის სიტყვა არ დაიჯერება”, - განაცხადა პაპუაშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე