ლევან ხაბეიშვილი - 4 ოქტომბერს ცრუ არჩევნები ვერ შედგება, მიმდინარეობს მსჯელობა და ეს არის საკითხი, რომლის გარშემოც დარწმუნებული ვარ, გავერთიანდებით - ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები

ლევან ხაბეიშვილი - 4 ოქტომბერს ცრუ არჩევნები ვერ შედგება, მიმდინარეობს მსჯელობა და ეს არის საკითხი, რომლის გარშემოც დარწმუნებული ვარ, გავერთიანდებით - ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები

6 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 162

არჩევნები, რომლის ჩატარებასაც აპირებენ 4 ოქტომბერს, ეს ცრუ არჩევნები ვერ შედგება, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა და ეს არის საკითხი, რომლის გარშემოც დარწმუნებული ვარ, გავერთიანდებით , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა პაატა ბურჭულაძის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლებთან ერთად აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მისი თქმით, არსებობს თანხმობა, რომ ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები, თუმცა მის ფორმაზე მსჯელობა გრძელდება.

„ყველა თანხმდება იმაზე, რომ ივანიშვილი პირობებში არჩევნები არ იქნება ამ ქვეყანაში, არც დემოკრატია არ იქნება და არც პოლიტიკა. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩასატარებელია ალტერნატიული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ხალხი. რა ფორმით იქნება და ვინ მიიღებს მონაწილეობას, იქნება თუ არა ეს საარჩევნო უბნებზე მისვლით, ეს სამსჯელო საკითხია და მსჯელობა მიმდინარეობს. ე.წ. არჩევნები თავსლაფდასხმულმა, გაჟონილმა ივანიშვილმა ვერ უნდა ჩაატაროს, ამ მნიშვნელოვან საკითხზე ამ ეტაპისთვის გარკვეული შეთანხმება არსებობს, თუმცა მსჯელობა გახსნილია და მიმდინარეობს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე