პორტუგალიის ნაკრებისა და „ლივერპულის“ 28 წლის ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა ძმასთან, ანდრესთან ერთად ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანურმა გამოცემა Marca-მ გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლამბორგინის მარკის მანქანას საბურავი გაუსკდა, გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ჟოტა ამ კუბში 2020 წლიდან თამაშობდა, ამ პერიოდის განმავლობაში პორტუგალიელმა "ლივერპულში" 123 მატჩი გამართა და 47 გოლი გაიტანა. დიოგუ სხვადასხვა დროს "პაკოშ დე ფერეირას", მადრიდის "ატლეტიკოს", "პორტუსა" და "ვულვზის" ღირსებას იცავდა.
გამოცემა The Sun - ი იტყობინება, რომ გასულ კვირას ჟოტა დაქორწინდა თავის პარტნიორ რუტე კარდოზოზე, რომელთანაც 3 შვილი ჰყავს.