მარნეულში არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე შსს-მ 19 წლის ბიჭი დააკავა

მარნეულში არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე შსს-მ 19 წლის ბიჭი დააკავა

12-07-2025 16:03
კატეგორიები: რეგიონი სამართალი
პოსტი ნახა: 729

მარნეულში მოზარდის დაჭრის ფაქტზე, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა 19 წლის ბიჭი დააკავეს.

უწყების განმარტებით, დანაშაული 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული ა.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს 2009 წელს დაბადებულ ნ.რ.-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა ჭრილობები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ნ.რ. საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ამ დრომდე შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ა. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე