რიკოთზე რამდენიმე კილომეტრიანი საცობია. მოძრაობის შეფერხება ავტოსაგზაო შემთხვევამ გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276- მუხლით დაიწყო. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, რიკოთზე მომხდარი ავარიის გამო, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება.
"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თვისუფალია", - ნათქვამია განცხადებაშ.