მიხეილ სააკაშვილი - მომივიდა ზუსტი ინფორმაცია: სუს-ი აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“, განსაკუთრებით ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში

მიხეილ სააკაშვილი - მომივიდა ზუსტი ინფორმაცია: სუს-ი აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“, განსაკუთრებით ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში

13 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 134

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სუს-ი აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სუს-ი აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დიდი ნაწილის დაპატიმრებას.

„მომივიდა ზუსტი ინფორმაცია: ივანიშვილის მაფიოზური სუს-ი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას - „ნაციონალური მოძრაობის“, განსაკუთრებით ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში, ლიდერშიპის დიდი ნაწილის დაპატიმრებას და ბრალის წაყენებას სახელმწიფო გადატრიალებისთვის.

ამისთვის გამოიყენებს ფალსიფიკაციის თანამედროვე მეთოდებს. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მეც და ჩემი თანამებრძოლებიც კატეგორიულად უარვყოფთ ყველანაირ ძალადობრივ ქმედებებს.

ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად ფართო საპროტესტო ფრონტის შექმნა და შეტევითი, ოღონდ მშვიდობიანი ქმედებებით ხელისუფლების შეცვლა. ყველა, ვინც სხვა რამეს ქადაგებს, ან ივანიშვილის მოგზავნილია, ან - უბრალოდ პროვოკატორი”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე