მიხეილ სარჯველაძე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

23-12-2024 17:40
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 849

უპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე, "ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების პროგრამა" განიხილეს, რომელიც პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზეა ორიენტირებული და მომდევნო წლის თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს, აზიის განვითარების ბანკთან, ძალიან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს, რაც მომავალში, კიდევ უფრო გაღრმავდება. თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა, სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ, მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატეს.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თეა გიორგაძე და გიორგი პატარიძე, ასევე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.



მსგავსი სიახლეები

თბილისის ახალი ზოოპარკი დამთვალიერებლებს ზაფხულიდან მიიღებს. როგორც  ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ განaცხადა, სავარაუდოდ, ახალი ზოოპარკი, ვიზიტორების მიღებას ივლისის პირველი ნახევრიდან შეძლებს. ზოოპარკის პირველი ბინადრები კავკასიის რეგიონში გავრცელებული ცხოველები - დათვები, მგლები, ირმები და ნიამორები არიან. დამთვალიერებლებისთვის პირველ ეტაპზე მხოლოდ კავკასიური ნაწილი იქნება გახსნილი, მომდევნო წელს კი მას აფრიკული ნაწილი დაემატება. რაც შეეხება ზოოპარკში შესვლის ბილეთის ფასს, როგორც „თბილისის ზოოპარკში“ განმარტავენ, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იქნება ბილეთის საფასური.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე