მიმდინარე სეზონზე, გრიპით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

მიმდინარე სეზონზე, გრიპით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა

13-02-2025 14:23
კატეგორიები: შემთხვევა
პოსტი ნახა: 1820

მიმდინარე სეზონზე, გრიპით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. შემთხვევა 2 კვირის წინ მოხდა.

"გრიპის სეზონი გრძელდება და აცრა ყველგან არის შესაძლებელი",- აღნიშნა იმნაძემ.

ინფორმაციისთვის, მედიკოსები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მაღალია. გრიპის შემთხვევების ზრდასთან ერთად გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე