სამართალდამცველებმა სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს.
პოლიციამ ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავა, როდესაც ქვეყანაში შემოდიოდა.
ნარსიას დაკავების ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ნიკა ნარსია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ნიკა ნარსია არ დასწრება.