სამართალდამცველებმა 2018 წლიდან ძებნილი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა 2018 წლიდან ძებნილი პირი დააკავეს

1 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 78

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო ზემო-სვანეთი პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი 1984 წელს დაბადებული გ.ზ. სამეგრელოს რეგიონში დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გ.ზ. სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 2018 წლიდან იძებნებოდა.

სამართალდამცველების მიერ დაკავებული გ.ზ. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე