ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, ზვიადაური „სისხლის სამართლის კოდექსის“ 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებითაა დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.