"ტვ პირველის" ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ალკოჰოლის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის არიან გორელი ბიზნესმენი, ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი ბორია გოგიჩაიშვილი.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ უპრეცედენტო რაოდენობის 75 137 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი და 318 000-ი კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს. უწყების ცნობით, დაკავებულია დანაშაულში თანამონაწილე 7 პირი.