შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილს, როგორც უცხოელ აქტივს საქართველოში, საძაგელი ტყუილების გასავრცელებლად იყენებენ

შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილს, როგორც უცხოელ აქტივს საქართველოში, საძაგელი ტყუილების გასავრცელებლად იყენებენ

3 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 126

„სალომე ზურაბიშვილს, როგორც უცხოელ აქტივს საქართველოში, საძაგელი ტყუილების გასავრცელებლად იყენებენ. შეგახსენებთ, შარშან, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მან ყველაზე ამორალური ტყუილები გაავრცელა ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით. იგონებდა, თითქოს იყო პირადობის მოწმობების ორჯერ გამოყენება, რაც დადასტურდა, რომ ტყუილი იყო. იგონებდა, რომ თითქოს იყო 300 ათასი ზეციური საქართველოს წარმომადგენელი, რომელიც არსაიდან გაჩნდა არჩევნებზე, რაც დადასტურდა, რომ ტყუილი იყო. იძახდა,რომ რომ იყო რუსეთის მხრიდან მასიური შეტევა არჩევნებზე, რაც დადასტურდა, რომ ტყუილი იყო. ამ ადამიანს ყველაზე საძაგელ ტყუილებს ათქმევინებენ ხოლმე. ათქმევინებენ იმისთვის, რომ შემდეგ საერთაშორისო უცხო პლატფორმებზე გაიმეოროს ეს, როგორც ეს ამ შემთხვევაში, პრაღაში გააკეთა. მართლაც საძაგელი ტყუილი თქვა საქართველოსთან დაკავშირებით. აქ ერთი რამ უნდა ამოვიკითხოთ, ის ამას თავისით არ აკეთებს. უნდა ამოვიკითხოთ იმ უცხოური ჯგუფების გეგმა, რომლითაც საქართველოს ამოყირავებას ცდილობენ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ უცხოეთში ითქვა ეს ყველაფერი.

„დავაკვირდეთ, როგორც კი დავინახავთ უცხოელებს, რომლებიც ამ საძაგელ ტყუილს გაიმეორებენ, ყველა მივხვდებით, რომ ეს არის კოორდინირებული, ჰიბრიდული თავდასხმა საქართველოზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე