Reuters - იტალიაში პოლიციის რეიდის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად სამი კარაბინიერი დაიღუპა

Reuters - იტალიაში პოლიციის რეიდის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად სამი კარაბინიერი დაიღუპა

3 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 139

იტალიაში პოლიციის რეიდის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად სამი კარაბინიერი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აფეთქება ქალაქ ვერონასთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ფერმაში მოხდა, რის შედეგადაც სამი კარაბინიერი დაიღუპა და 12 დაშავდა.

მეხანძრეების განცხადებით, სახლი გაზის დაგროვებით გამოწვეული აფეთქების შემდეგ ჩამოინგრა. აფეთქების შედეგად ადგილზე მცხოვრები ერთი ქალი დაშავდა, ხოლო 7 მეხანძრე საავადმყოფოში შემოწმებებისთვის გადაიყვანეს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, პოლიცია სახლში მცხოვრები სამი და-ძმის გამოსახლების ბრძანების შესრულებას ცდილობდა.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ პოლიციელების დაღუპვის გამო მწუხარება გამოხატა და მათ ოჯახებს მიუსამძიმრა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე