პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, მათი პარტია პოლიტიკურ ბოიკოტში რჩება და საპარლამენტო მანდატების გამოყენებასთან დაკავშირებით მათი პოზიცია არ შეცვლილა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტისთვის მიმართვა პროცედურული საკითხია, რომელიც 6 თვის წინაც გაიარეს.
„ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში! მანდატებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ბევრჯერ გავლილი თემაა, ვითარება არ შეცვლილა!
ეს არის პროცედურული საკითხი, რომელიც 6 თვის წინაც გავიარეთ (მაგ. დეკლარაციის შევსებისას).
ჩვენ ვრჩებით პოლიტიკურ ბოიკოტში!“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის, „იმედის“ ინფორმაციით, „პარტიამ გახარია - საქართველოსთვის“ ბოიკოტი შეწყვიტა და პარლამენტში შედის. როგორც „იმედი“ აღნიშნავს, გახარიას პარტიის მანდატ შეჩერებული დეპუტატების რვა ადგილმონაცვლე პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართავს, სადაც აღნიშნულია, რომ მათ შეწყვიტეს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა. იმედის ცნობით, ისინი შალვა პაპუაშვილს თხოვნით მიმართავენ, რომ „იმოქმედოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით“.