პოლიციამ მარნეულში დააკავა ქალი, რომელმაც საქმრო დაჭრა - ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ორი ქალი

პოლიციამ მარნეულში დააკავა ქალი, რომელმაც საქმრო დაჭრა - ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ორი ქალი

5 საათის წინ
კატეგორიები: რეგიონი სამართალი
პოსტი ნახა: 168

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

კერძოდ, პოლიციამ მარნეულში დააკავა ქალი, რომელმაც საქმრო დაჭრა - ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ორი ქალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულებმა, ახალგაზრდაზე ჯგუფურად იძალადეს და ცივი იარაღის გამოყენებით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 3 პირი: 2000 წელს დაბადებული ნ.ა., 1994 წელს დაბადებული ა.ა. და 1982 წელს დაბადებული შ.ქ. დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ქვემო ქართლის რეგიონში, ჯგუფურად იძალადეს ზ.ჯ.-ზე. ასევე, ნ. ა.-მ ცივი იარაღის გამოყენებით ზ.ჯ.-ს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი ახალგაზრდა შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით მოთავსებულია კლინიკაში.

სამართალდამცველებმა ნ.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ხოლო ა.ა. და შ.ქ. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე