პოლიციელი ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
ფაქტს ადასტურებს პროკურატურა.
მათივე ინფორმაციით, პოლიციელმა 18 წლის მეუღლეზე იძალადა.
როგორც პროკურატურაში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, პროკურატურა ითხოვდა ძალადობაში ბრალდებული პოლიციელის პატიმრობას, თუმცა გუშინ, აღკვეთი ღონისძიების სახით სასამართლომ მას 20-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.
პროკურატურა ამბობს, რომ აპირებენ გასაჩივრებას.