პრეზიდენტი - დღეს მხოლოდ ერთი გეგმა მაქვს და ეს ამ ქვეყნისთვის წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა - ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვერავინ და ვერაფერი შემიშლის ხელს

პრეზიდენტი - დღეს მხოლოდ ერთი გეგმა მაქვს და ეს ამ ქვეყნისთვის წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა - ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვერავინ და ვერაფერი შემიშლის ხელს

18-10-2023 05:36
კატეგორიები: ბოლო სიახლეები
პოსტი ნახა: 481

დღეს მხოლოდ ერთი გეგმა მაქვს და ეს გეგმა ამ ქვეყნისთვის წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვერავინ და ვერაფერი შემიშლის ხელს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ.

პრეზიდენტის თქმით, არავინ არ დაიჯეროს, რომ ქართველ ხალხს ვინმე გადაიყვანს რუსეთის გზაზე.

„ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ გააკეთა თავისი არჩევანი და ამაში დიდი ფასიც გადაიხადა, დღემდე ამ არჩევანის ერთგულია და ყოველ ჯერზე ამტკიცებს და იცავს თავის ევროპულობას. არავინ არ დაიჯეროს, რომ ამ ხალხს ვინმე გადაიყვანს რუსეთის გზაზე და ვინმე უარს ათქმევინებს მის უალტერნატივო მომავალზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე