პრეზიდენტი ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ის ელჩებს შეხვდა

პრეზიდენტი ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ის ელჩებს შეხვდა

04-03-2024 12:55
კატეგორიები: ბოლო სიახლეები
პოსტი ნახა: 362

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ,,ერთობის პლატფორმა ევროპისათვის“ - პრეზიდენტის ინიციატივა - მიზანი და მნიშვნელობა.

ასევე, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და დიასპორის არჩევნებში ჩართულობის მნიშვნელობა და მონაწილეობის საჭიროებები.

გარდა ამისა, პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრაზე განხილულ იქნა არჩევნებში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მონაწილეობის მნიშვნელობა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე