პროკურატურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის კობა გაბუნიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში კობა გაბუნიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურორმა კი მოსამართლეს კობა გაბუნიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.
პროკურორის განცხადებით, კობა გაბუნიამ ბოროტად გამოიყენა თანამდებობრივი უფლებამოსილება.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.