პრემიერ-მინისტრ ალექსანდრუ მუნტეანუს ხელმძღვანელობით ახალმა მთავრობამ ფიცი დადო, - ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„მოლდოვა მზადაა, მიღწეული პროგრესის საფუძველზე გააგრძელოს მუშაობა - ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, ინსტიტუტების გაძლიერება და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ თავდაჯერებულად სვლა“, - წერს სანდუ.
მოლდოვას პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი გუშინ აირჩია. 61 წლის ეკონომისტის, ალექსანდრუ მუნტეანუს დანიშვნა სექტემბერში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, რომელშიც პრეზიდენტ მაია სანდუს მმართველმა „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ გაიმარჯვა.