პროკურატურის წარმომადგენლებმა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

პროკურატურის წარმომადგენლებმა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

29-12-2025 19:59
კატეგორიები: საზოგადოება RSS
პოსტი ნახა: 300

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების თანახმად, პროკურორებმა შეხვედრაზე მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებზე. ასევე ყურადღება გაამახვილეს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე.

„შეხვედრაზე პროკურორებმა ნარკოტიკული დანაშაულის არსზე და იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და სასჯელებზე ისაუბრეს, რომლებიც ამ ტიპის დანაშაულზეა გათვალისწინებული.

საინფორმაციო შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს პროკურორებმა ამომწურავი პასუხები გასცეს. შეხვედრაზე მოსწავლეებმა ასევე ხაზი გაუსვეს მსგავსი საინფორმაციო კამპანიების მნიშვნელობას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად ატარებს, რაც ხელს უწყობს სკოლის მოსწავლეებში ნარკოტიკულ დანაშაულებზე ცნობიერების ამაღლებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე