სერგეი ლავროვი - იმის გათვალისწინებით, რომ კიევის კრიმინალური რეჟიმი სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე საბოლოოდ გადავიდა, რუსეთი მოლაპარაკებების პოზიციას გადახედავს

სერგეი ლავროვი - იმის გათვალისწინებით, რომ კიევის კრიმინალური რეჟიმი სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე საბოლოოდ გადავიდა, რუსეთი მოლაპარაკებების პოზიციას გადახედავს

29-12-2025 20:39
კატეგორიები: მსოფლიო RSS
პოსტი ნახა: 274

კიევმა დრონების გამოყენებით ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა სცადა , - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„2025 წლის 28-29 დეკემბრის ღამეს კიევის რეჟიმმა ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სახელმწიფო რეზიდენციაზე შორ მანძილზე მოქმედი 91 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, საჰაერო თავდაცვამ ყველა დრონი გაანადგურა და „მსგავსი წინდაუხედავი თავდასხმა პასუხის გარეშე არ დარჩება“.

ასევე, ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი „მოლაპარაკებების პოზიციას გადახედავს“.

„იმის გათვალისწინებით, რომ კიევის კრიმინალური რეჟიმი სახელმწიფო ტერორიზმის პოლიტიკაზე საბოლოოდ გადავიდა, რუსეთი მოლაპარაკებების პოზიციას გადახედავს“, - აღნიშნა ლავროვმა.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე