პროკურორი გორში, მამა-შვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულზე - დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მას შემდეგ, რაც მჭიდში ტყვიები გამოელია, დაჭრილზე ფიზიკური ძალადობაც მოახდინა

პროკურორი გორში, მამა-შვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულზე - დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მას შემდეგ, რაც მჭიდში ტყვიები გამოელია, დაჭრილზე ფიზიკური ძალადობაც მოახდინა

4 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი

გორში, მამა-შვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ სერგო ახალკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და პატიმრობის მოთხოვნაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

როგორც პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა აღნიშნა, ბრალდების მხარის პოზიცია ეფუძნებოდა საქმეში არსებულ გარემოებებს, რომელთა საფუძველზე მოთხოვნილ იქნა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებულის მხრიდან სახეზე იყო მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულების განადგურების საფრთხეები.

„საქმეში არის არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უშუალოდ ამხელს ბრალდებულს. ასევე არის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი და სხვა არაერთი ნივთმტკიცება, არის სამედიცინო დოკუმენტაციაც, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილებს აღენიშნებათ არაერთი ცეცხლნასროლი დაზიანება.

სხეულზე, 5-ზე მეტი გასროლაა ნაწარმოები. ამავე დროს, დადგენილია, რომ ბრალდებულს მჭიდში ტყვიები გამოელია, რის შემდეგ ფიზიკური ძალადობაც მოახდინა გარდაცვლილზე, საუბარია მამაზე და ამით დაასრულა მან თავისი ქმედება“, - განაცხადა მიხეილ ბერიაშვილმა.

ორი პირის მკვლელობაში ბრალდებულმა სერგო ახალკაცმა სხდომაზე დუმილის უფლება გამოიყენა.

პოსტი ნახა: 288


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე