ვარძიასთან მტკვარში რუსი ტურისტი დაიხრჩო

ვარძიასთან მტკვარში რუსი ტურისტი დაიხრჩო

30-04-2025 15:37
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 829

ვარძიის მიმდებარედ მტკვარში რუსი ტურისტი დაიხრჩო. - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, მამაკაცი მდინარეში ნავით შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო. მაშველები მას 29 აპრილის საღამოს შემდეგ ეძებდნენ. გარდაცვლილი ტურისტი დღეს დილით მდინარეში იპოვეს.

 ადგილობრივების თქმით, რუსი ტურისტები ვარძიაში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ - „ტურისტული ჯგუფია, ვარძიასთან იყვნენ დაბანაკებულები. ყოველ სეზონზე ჩამოდიან ხოლმე ბაიდარებით, ერთ–ერთი მათგანია გარდაცვლილი“,

კიდევ ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ გარდაცვლილი ტურისტი დღეს, 30 აპრილს იპოვეს. - „ბაიდარით მოძრაობდა, ქვას შეეჯახა და გონება დაკარგაო როგორც უთქვამთ. მაშველებმა ნახეს და გარდაცვლილი ამოიყვანეს“,-



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე