ქართული პროპაგანდისტული არხების წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ დასაწყისია, - ამის შესახებ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - დიდი ბრიტანეთი“ ავრცელებს.  ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - დიდი ბრიტანეთი“ სანქციების დაწესების შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება.

26-02-2026 14:41
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 152

ქართული პროპაგანდისტული არხების წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ დასაწყისია, - ამის შესახებ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - დიდი ბრიტანეთი“ ავრცელებს.

„დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, რომ სანქციები დაუწესოს ქართულ საინფორმაციო არხებს „იმედსა“ და „PostTV“-ის რუსული სამხედრო მანქანის მხარდამჭერი პროპაგანდის გავრცელებისთვის, მნიშვნელოვან და აუცილებელ ნაბიჯს წარმოადგენს. ეს გზავნილია იმისა, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი გავლენის ოპერაციები საქართველოს მიერ ძნელად მოპოვებული დემოკრატიის ჩამოშლაში პირდაპირ როლს თამაშობს. მაგრამ, ეს მხოლოდ დასაწყისი უნდა იყოს. საქართველო რეჟიმის ხელშემწყობი პირების მცირე ჯგუფის მიერ კლეპტოკრატიისკენ მიექანება, ამ პროცესში ქვეყანა პუტინის გავლენის ქვეშ კიდევ უფრო მეტად ხვდება და სანქციები აღნიშნულ რეალობას უნდა ასახავდეს“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - დიდი ბრიტანეთის“ დირექტორი პოლიტიკის საკითხებში, დანკან ჰეიმსი.

ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - დიდი ბრიტანეთი“ სანქციების დაწესების შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება.

„დიდმა ბრიტანეთმა რეჟიმის ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ ახლა სწრაფად უნდა იმოქმედოს: მათი აქტივები გაყინოს, დიდი ბრიტანეთის ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე მათი წვდომა შეზღუდოს და უზრუნველყოს, რომ ისინი ლონდონს თავშესაფრად ვერ გამოიყენებენ, როდესაც საბოლოოდ მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“, - აღნიშნავს ჰეიმსი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულმა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა გარეტ უორდმა უწყება მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა. საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და დიპლომატს შორის შეხვედრა დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. დიპლომატს მედიასთან კომენტარი არც უწყებაში შესვლის წინ გაუკეთებია.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6741 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,  1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6741 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6740 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1544 ლარია.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე