საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულმა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა გარეტ უორდმა უწყება მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა. საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და დიპლომატს შორის შეხვედრა დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. დიპლომატს მედიასთან კომენტარი არც უწყებაში შესვლის წინ გაუკეთებია.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა
პოსტი ნახა: 17

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულმა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა გარეტ უორდმა უწყება მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა. საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და დიპლომატს შორის შეხვედრა დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. დიპლომატს მედიასთან კომენტარი არც უწყებაში შესვლის წინ გაუკეთებია.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გუშინ „რუსთავი 2“ - ის ეთერში განაცხადა, ელჩისგან მოითხოვენ განმარტებას, თუ რა იყო ქართული ტელევიზიების „იმედის“ და POST TV-ის დასანქცირების საფუძველი.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ის სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "იმედი" და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.

არ ვიცი  ვინ მიიღო გადაწყვეტილება მთაწმინდის ანძის ირანის დროშის ფერებში განათებასთან დაკავშირებით და რატომ - ჩემს თვალში ეს იყო არასწორი ჟესტი განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ ვიხილეთ ირანში.  ანძის განათება არ იყო ჟესტი ირანის ან ირანელი ხალხის მიმართ, არამედ ეს იყო ჟესტი ირანის ტერორისტული რეჟიმის მიმართ. - -ისრაელის ელჩი საქართველოში ვალიდ აბუ ჰაია.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ქართული პროპაგანდისტული არხების წინააღმდეგ სანქციების დაწესება მხოლოდ დასაწყისია, - ამის შესახებ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - დიდი ბრიტანეთი“ ავრცელებს.  ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - დიდი ბრიტანეთი“ სანქციების დაწესების შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე