ქვეყნები, სადაც საქონლის ხორცი ყველაზე ძვირი/იაფია - რომელ ადგილზეა საქართველო

ქვეყნები, სადაც საქონლის ხორცი ყველაზე ძვირი/იაფია - რომელ ადგილზეა საქართველო

21-12-2025 12:43
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 379

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის მარკეტებში 1 კგ. საქონლის ხორცის საშუალო ფასები ყველაზე მაღალი თურქეთშია, ყველაზე დაბალი კი რუსეთში.

უფრო კონკრეტულად, Numbeo-ს განახლებულ სტატისტიკაში 103 ქვეყანას შორის თურქეთი მე-18, რუსეთი კი 78-ე ადგილზეა.

საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში 1 კგ. საქონლის ხორცის საშუალო ფასები ასეთია:

  • თურქეთი (მე-18 ადგილი) – 18.92 დოლარი;
  • სომხეთი (53-ე ადგილი) – 12 დოლარი;
  • აზერბაიჯანი (69-ე ადგილი) – 10.32 დოლარი;
  • საქართველოს (77-ე ადგილი) – 9.76 დოლარი;
  • რუსეთი (78-ე ადგილი) - 9.68 დოლარი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის საქონლის ხორცი ყველაზე ძვირი შვეიცარიაშია და ფასი 46 დოლარს აჭარბებს, ყველაზე იაფი კი პაკისტანშია (4.56 დოლარი).

5 ქვეყანა, სადაც მარკეტებში 1 კგ ხორცის საშუალო ფასი შედარებით მაღალია, ასე გამოიყურება:

  • შვეიცარია - 46.05 დოლარი;
  • ნორვეგია - 30.26 დოლარი;
  • სამხრეთ კორეა - 26.41 დოლარი;
  • ლუქსემბურგი - 25.97 დოლარი;
  • ავსტრია - 23.46 დოლარი.

იმ 5 ქვეყნის ჩამონათვალი კი, სადაც საქონლის ხორცი შედარებით იაფია, ასეთია:

  • პაკისტანი - 4.56 დოლარი;
  • ნიგერია - 4.59 დოლარი;
  • კენია - 5.15 დოლარი;
  • ინდოეთი - 5.54 დოლარი;
  • ნეპალი - 5.65 დოლარი.

 

წყარო



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე