შსს - პოლიციამ დააკავა 4 პირი, რომელთაც კრიპტოვალუტის ჩასარიცხ აპარატში ფულადი თანხის ნაცვლად ყალბი ბლანკები მოათავსეს - კომპანიას 8000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა

შსს - პოლიციამ დააკავა 4 პირი, რომელთაც კრიპტოვალუტის ჩასარიცხ აპარატში ფულადი თანხის ნაცვლად ყალბი ბლანკები მოათავსეს - კომპანიას 8000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა

1 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 21

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 2001 წელს დაბადებული ლ.ძ. და 1993 წელს დაბადებული დ.ბ. წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით თბილისში, კრიპტოვალუტის ჩასარიცხ აპარატში, ფულადი თანხის ნაცვლად ყალბი ბლანკები მოათავსეს, რომლებიც აპარატის მიერ აღქმული იქნა ფულად თანხად.

„ბრალდებულების მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, კრიპტოვალუტის ჩასარიცხი აპარატის მფლობელ კომპანიას 8000 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა.

პოლიციამ ორივე პირი ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა.

საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე