რევაზ სოხაძე - მესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა, სამინისტროს უხელმძღვანელო, იმედია, ჩვენი საქმიანობა წარმატებული იქნება

რევაზ სოხაძე - მესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა, სამინისტროს უხელმძღვანელო, იმედია, ჩვენი საქმიანობა წარმატებული იქნება

24-04-2025 17:20
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 1036

მესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა, რომ აღნიშნულ სამინისტროს უხელმძღვანელო, იმედია, ჩვენი საქმიანობა წარმატებული იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ახლად დანიშნულმა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა.

სოხაძემ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს. მესმის, რამხელა პასუხისმგებლობაა, რომ აღნიშნულ სამინისტროს უხელმძღვანელო. ასევე, მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ ირაკლის, მთელი ქვეყანა ხედავდა, რამდენად დიდი საქმე კეთდებოდა ამ მიმართულებით. ამასთან, მადლობა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, მერს, საკრებულოს წევრებს, მერიის თანამშრომლებს. წლების განმავლობაში მქონდა საშუალება, მათთან ერთად ბევრი პროექტი განმეხორციელებინა ამ ქალაქში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა პრემიერს, მთელ გუნდს ამ ნდობისთვის. იმედია, ჩვენი საქმიანობა წარმატებული იქნება“, – განაცხადა სოხაძემ.



მსგავსი სიახლეები

7 საათის წინ

ტ.კ ,,თრიალეთი,, არის მიუღებელი ხელისუფლებისთვის -ალექსი მერებაშვილი (უფლებადამცველი). ,,იმ პირობებში როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ სხვა მედისაშუალებები არ არიან კრიტიკულად და ოპოზიციურად განწყობილი ხელისუფლების მიმართ მათ ეძლევათ საშუალება ჰქონდეთ დავალიანება, ძალიან მაღალი დავალიანება ბიუჯეტის წინაშე, თუმცა მათ მიმართ არ იყენებენ ინკასოს... ტ.კ ,,თრიალეთი,, არის მიუღებელი ხელისუფლებისთვის და ექვემდებარება სანქციებს, ყადაღას, ინკასოს, რათა მოხდეს მისი გაჩერება, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას მიაჩნია, ტელეკომპანის მაუწყებლობა საფრთხეს უქმნის მის პოლიტიკას - ალექსი მერებაშვილი (უფლებადამცველი).

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე