რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

01-03-2024 14:48
კატეგორიები: ბოლო სიახლეები

რუსთავი-თბილისის ავტობანზე, ფონიჭალის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. ინფორმაციას და კადრებს ადგილიდან "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

თვითმხილველების ცნობით, დაღუპული შუახნის ქალია, რომელსაც სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. მათივე ცნობით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი. გზაზე შეფერხებით გადაადგილდებიან მანქანები.

პოსტი ნახა: 532


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე