სახალხო დამცველმა სოციალური სასადილოები მოინახულა

სახალხო დამცველმა სოციალური სასადილოები მოინახულა

1 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება RSS
პოსტი ნახა: 94

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 2025 წლის 12 და 18 სექტემბერს თბილისში, სამგორსა და გლდანში, ასევე ხაშურში მდებარე სოციალური სასადილოები მოინახულა და იქ არსებულ საერთო ვითარებას, მათ შორის სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს გაეცნო და ბენეფიციარებს გაესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათი ცნობით, მონიტორინგისა და ვიზიტების შედეგად სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა რიგი სისტემური პრობლემები დააფიქსირა.

„ცხოვრების სათანადო დონეზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის კვების უფლებით სარგებლობა ადამიანის ძირითადი უფლებაა, რომელიც ადამიანის ღირსეული არსებობისა და ჯანმრთელობის დაცვის აუცილებელი წინაპირობაა. საქართველოში სოციალურად დაუცველი ოჯახების კვებით მომსახურებას მუნიციპალიტეტების ფარგლებში მიმდინარე ე.წ. უფასო სასადილოების პროგრამა უზრუნველყოფს. სახალხო დამცველი რეგულარულად ამოწმებს და აფასებს უფასო სასადილოებში არსებულ მდგომარეობას.

აღნიშნული მონიტორინგისა და ვიზიტების შედეგად სახალხო დამცველმა წინა წლებში ჩატარებული მონიტორინგის მსგავსად, კვლავ დააფიქსირა რიგი სისტემური პრობლემები, რომლებიც საჭიროებს ეფექტიან საპასუხო ღონისძიებებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ბენეფიციართა უფლებების დაცვა. კერძოდ: ქვეყანაში კვლავ არ არსებობს უფასო სასადილოების სერვისის მართვისა და მიწოდების ერთიანი სტანდარტი. საკვების ოდენობა, კალორაჟი, ინფრასტრუქტურული და ჰიგიენური მოთხოვნები მუნიციპალიტეტებში განსაზღვრულია სხვადასხვა წესით;

ბენეფიციართა ინდივიდუალური კვებითი საჭიროებები არ არის გათვალისწინებული: მენიუ დამოკიდებულია მხოლოდ ბიუჯეტზე, ენერგეტიკული ღირებულება და ჯანმრთელობის ან ასაკობრივი ფაქტორები უგულებელყოფილია, სპეციალისტები პროცესში თითქმის არ მონაწილეობენ და მენიუ ხშირად წლობით უცვლელია;

ზოგიერთ მუნიციპალიტეტში დამატებითი სია არ არსებობს, რის გამოც ახალ ბენეფიციარებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევათ სერვისის მიღების შესაძლებლობა, თუ ძირითადი სიიდან ვინმე ამოირიცხება.

აღნიშნული გამოწვევები ცხადყოფს, რომ აუცილებელია საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს და დაამტკიცოს უფასო სასადილოებით მომსახურების მინიმალური სტანდარტები, ხოლო მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ ადგილობრივი საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი ფინანსური რესურსების მოძიება, რათა ბენეფიციართათვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი კვება იყოს უზრუნველყოფილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე