შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 2021 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 2021 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

1 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი RSS
პოსტი ნახა: 84

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 2021 წლიდან ძებნილი, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, დ.მ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, თავად ფაქტი 2019 წელს მოხდა.

„მსჯავრდებულმა, თბილისში, 2019 წლის 26 აპრილს, 1993 წელს დაბადებულ მ.თ.-ს. გულმკერდის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დ.მ.-ს დაუსწრებლად შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. დ.მ. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე