მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო, მეექვსე ტურში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბულგარეთთან გასვლით მატჩში 1:2 დამარცხდა. მატჩის პირველი ტაიმი ბულგარელებმა 2:0 მოიგეს, მეორე ტაიმის ბოლოს კი ერთი გოლი ბულგარეთის კარში ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა.
საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ტურნირი 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა. ჯგუფში პირველი ადგილი და შესაბამისად მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ესპანეთის ნაკრებმა მოიპოვა, მეორე ადგილზე თურქეთის ნაკრები გავიდა და მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი - ოფში ითამაშებს. ბულგარეთი კი ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავიდა.