საქართველოს შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა ეროვნულმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა

საქართველოს შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა ეროვნულმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა

18-02-2025 17:23
კატეგორიები: სპორტი
პოსტი ნახა: 1774

სერბეთში IMMAF-ის ეგიდით 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების ეროვნულმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ოთხი - ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს - მედალი მოიპოვა.

18-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონობა იზეიმა გიორგი პირველმა (56,7 კგ); ვიცე-ჩემპიონი გახდა ოთარ ბერიძე (52,2 კგ); ბრინჯაოს მედალი კი ნინი ცქვიტარიამ (56,7 კგ) მიიღო. 16-წლამდელებს შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ელენე გლურჯიძემ (48 კგ).

19 თებერვლიდან ევროპის ჩემპიონატში იუნიორებისა და სენიორების ეროვნული ნაკრები ჩაერთვება. ქართველი სპორტსმენები კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე