სებ-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ბექა დოჭვირი დაინიშნა

სებ-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ბექა დოჭვირი დაინიშნა

18-02-2025 18:23
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 1119

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სებ-ის აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი იქნება. ის, ამ დრომდე სებ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბექა დოჭვირი პროფესიით იურისტია, 2021-2023 წლებში მუშაობდა „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე. 2019-2021 წლებში იყო საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა იურიდიულ დეპარტამენტს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. იყო ეკონომიკური საბჭოს აპარატის იურიდიული სამსახურის უფროსი, მუშაობდა ბიზნესომბუდსმენის აპარატში ექსპერტის პოზიციაზე სამართლებრივ საკითხებში. კარიერის დასაწყისში, 2009-2013 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრისა და მედიაცენტრის იურისტი.



მსგავსი სიახლეები

3 საათის წინ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ისტორიკოსი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი დაიბარეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ მათ განაცხადეს, მზად არიან სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში კითხვებს უპასუხონ, თუმცა კითხვებზე პასუხის გაცემას მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლესთან აპირებს გუბაზ სანიკიძე. „ჯერ ველოდები მოსამართლის ზარს. კითხვებს, რა თქმა უნდა, მოსამართლის წინაშე ვუპასუხებ“- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ რაც შეეხება თინა ხიდაშელს, მისი თქმით, უწყებაში მისვლას აპირებს. „მისვლას ვაპირებ, ოღონდ ჯერ არ ვიცი, როდისაა“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე