საქართველოში შესაძლოა, უმუშევრობის დაზღვევა ამოქმედდეს - სამთავრობო გეგმა

საქართველოში შესაძლოა, უმუშევრობის დაზღვევა ამოქმედდეს - სამთავრობო გეგმა

28-11-2024 16:08
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 941

შრომისა და დასაქმების სისტემის შემდგომი განვითარების მიზნით, შემუშავდება და დამტკიცდება შრომისა და დასაქმების ეროვნული სტრატეგია, - ამის შესახებ მე-11 მოწვევის პარლამენში წარდგენილ სამთავრობო გეგმაშია აღნიშნული.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, გაგრძელდება დასაქმების ხელშეწყობა შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკითა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარებით/განხორციელებით.

„გაგრძელდება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინსტიტუციური განვითარება, რომლის ფარგლებში, გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა, კონსულტანტებისა და სპეციალისტების კვალიფიკაცია, დაიხვეწება მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები და გაძლიერდება სააგენტოს კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობა. გაგრძელდება შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერება.

მთავრობა გააგრძელებს საერთაშორისო შრომითი მიგრაციის რეგულირებას და ევროკავშირის წევრ და სხვა მაღალ განვითარებულ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებს, ცირკულარული შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარების მიზნით.

გაგრძელდება სოციალურად დაუცველთა მხარდაჭერა ღია შრომის ბაზარზე დასაქმების ხელშესაწყობად. გარდა ამისა, შემუშავდება უმუშევრობის მხარდამჭერი სხვადასხვა მექანიზმი, მათ შორის, უმუშევრობის დაზღვევა და მისი დანერგვისათვის საჭირო სამოქმედო გეგმა.

მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება ახალგაზრდების დასაქმების მხარდამჭერი შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ინსტრუმენტების განვითარებაზე.

გაგრძელდება სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია, მათთვის კონსულტაციის გაწევა, მომსახურებების განვითარება, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირთა, მათ შორის, ქალთა დასაქმების ხელშეწყობა, დასაქმების ხელშემწყობი პროგრამების განვითარებით. გაგრძელდება სამუშაოს მაძიებელთა შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში მომზადება, პროფესიული გადამზადება ან/და სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებითა და საკვანძო კომპეტენციების განვითარებით მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა, მათ შორის, ქალთა მონაწილეობის უპირატესობის გათვალისწინებით,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე