„საქსტატი“ – მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოში 5 188.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 5 424 ნებართვა გაიცა - სამუშაოების 46.1% თბილისზე მოდის

„საქსტატი“ – მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოში 5 188.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 5 424 ნებართვა გაიცა - სამუშაოების 46.1% თბილისზე მოდის

20 საათის წინ
კატეგორიები: ეკონომიკა
პოსტი ნახა: 264

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 424 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0% -ით ნაკლები) 5 188.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8%-ით ნაკლები).

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ნებართვების დაახლოებით სამი მეოთხედი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46.1 % მოდის თბილისზე, 12.3 % — ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.5 %— კახეთის რეგიონზე და 6.8 % — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.

„აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. 2025 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 603.5 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტი) 1 540 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.5 პროცენტით ნაკლები). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 35.9 პროცენტი მოდის თბილისზე, 12.6 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.0 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 8.7 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე