ტაიფუნის მოახლოების გამო შანხაიდან 282 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ტაიფუნის მოახლოების გამო შანხაიდან 282 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

30-07-2025 15:15
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 752

ტაიფუნის მოახლოების გამო შანხაიდან 282 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქალაქ შანხაის ტაიფუნი „კო-მეი“ უახლოვდება.

„გუშინ საღამოდან დღევანდელი დილის 10:00 საათამდე, 282 800 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ყველას ევაკუაცია განხორციელდა, რომელთა საჭიროებაც იყო“, - აცხადებს ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პეკინში მოსულ ძლიერ წვიმებს 30 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 80 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.



მსგავსი სიახლეები

04-05-2026 17:52

ევროპული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში კრემლში უპრეცედენტო სიმკაცრის უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლო გადატრიალებას ან მკვლელობის მცდელობას ელოდება. ეს და სხვა სენსიტიური დეტალები აღწერილია მოხსენებაში, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტომ მოამზადა. გამოცემა „Важные истории“-ს (Important Stories) ჟურნალისტებმა, რომლებიც OCCRP-ის დიდი ხნის პარტნიორები არიან, დოკუმენტი სააგენტოსთან დაახლოებული სამთავრობო წყაროსგან მიიღეს და მასში მოყვანილი რამდენიმე მტკიცებულება დამოუკიდებლად გადაამოწმეს.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე