შს მინისტრი - "ერთი ადამიანია გარდაცვლილი, ერთი ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი"

შს მინისტრი - "ერთი ადამიანია გარდაცვლილი, ერთი ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი"

3 საათის წინ
კატეგორიები: შემთხვევა
პოსტი ნახა: 197

თბილისში, სადგურის მოედანზე საცხოვრებელ კორპუსში ნგრევის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, ერთი ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა, გეკა გელაძემ განაცხადა, რომელიც შემთხვევის ადგილზე თბილისის მერთან ერთად მივიდა.

მისივე ინფორმაციით, ერთი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„ერთი ადამიანია გარდაცვლილი, ერთი ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი“,- განაცხადა შს მინისტრმა.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა. მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე