შვედეთის საგარეო უწყება - ვგმობთ საქართველოს მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას

შვედეთის საგარეო უწყება - ვგმობთ საქართველოს მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას

11 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 219

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ევროკავშირის პრესსპიკერის ანუარ ელ ანუნის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შვედეთი ევროკავშირისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას გმობს.

„ვგმობთ საქართველოს მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში, რომელიც სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, ანუარ ელ ანუნიმ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი საქართველოში ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას და მისი ელჩის წინააღმდეგ პერსონალურ თავდასხმებს გმობს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე