თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულთაგან ადმინისტრაციული ჯარიმა კიდევ ორ პირს დაეკისრა - სასამართლომ თითოეული მათგანი 5 000 ლარით დაააჯარიმა

თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულთაგან ადმინისტრაციული ჯარიმა კიდევ ორ პირს დაეკისრა - სასამართლომ თითოეული მათგანი 5 000 ლარით დაააჯარიმა

11 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 129

თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობასთან, გამოსახლების დროს დაკავებული აქტივისტები დათუნა დანელია და გიორგი დუმბაძე სასამართლომ 5 000 – 5 000 ლარით დაააჯარიმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა დააკისრა.

ცნობისთვის, 24 ივლისს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახი გაასახლეს. აღნიშნულ პროცესს პოლიციასთან დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, რა დროსაც, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაკავებული პირების სასამართლო პროცესები გაიმართა. ადმინისტრაციული წესით დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. ასევე, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ამავე საქმეზე დაკავებული მამა-შვილი სხდომათა დარბაზიდან სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა.

ასევე, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, ორი გამოსახლებული პირი 2000-2000 ლარით დააჯარიმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე