თბილისის მერმა ვაზისუბნის დასახლებაში მოწყობილი სკეიტპარკი და სპორტული მოედანი დაათვალიერა

თბილისის მერმა ვაზისუბნის დასახლებაში მოწყობილი სკეიტპარკი და სპორტული მოედანი დაათვალიერა

11-03-2025 16:56
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1111

დედაქალაქის მერმა, კახა კახა კალაძემ ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში, N5 კორპუსის მიმდებარედ მოწყობილი სკეიტპარკი და სპორტული მოედანი დაათვალიერა. სამუშაოები დაახლოებით 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდა.

„ვაზისუბნის დასახლებაში კიდევ ერთი კარგი პროექტი განხორციელდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო სკეიტპარკი, რომელშიც გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტები. ასევე, განთავსდა სპორტული მოედანი. ორივე განათებულია და დიდი პოპულარობით სარგებლობს. აქვე გასულ წელს დავამთავრეთ პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი. პროექტი ახლაც მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება. სასიამოვნოა, რომ ქალაქში უკვე ბევრი სკეიტმოედანი გაჩნდა. მსგავს მიდგომას და დამოკიდებულებას გავაგრძელებთ მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოები თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა განახორციელა. აღსანიშნავია, რომ სკეიტპარკისა და სპორტული მოედნის მშენებლობის პროცესში ჩართული იყვნენ უცხოელი ექსპერტები. სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 2 770 000 ლარი შეადგინა. დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე მერის მოადგილეები – ანდრია ბასილაია და ირაკლი ბენდელიანი, ასევე, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ისნის გამგებელი დავით ხაბეიშვილი და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.



მსგავსი სიახლეები

4 საათის წინ

თბილისის ახალი ზოოპარკი დამთვალიერებლებს ზაფხულიდან მიიღებს. როგორც  ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ განaცხადა, სავარაუდოდ, ახალი ზოოპარკი, ვიზიტორების მიღებას ივლისის პირველი ნახევრიდან შეძლებს. ზოოპარკის პირველი ბინადრები კავკასიის რეგიონში გავრცელებული ცხოველები - დათვები, მგლები, ირმები და ნიამორები არიან. დამთვალიერებლებისთვის პირველ ეტაპზე მხოლოდ კავკასიური ნაწილი იქნება გახსნილი, მომდევნო წელს კი მას აფრიკული ნაწილი დაემატება. რაც შეეხება ზოოპარკში შესვლის ბილეთის ფასს, როგორც „თბილისის ზოოპარკში“ განმარტავენ, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იქნება ბილეთის საფასური.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე